popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
მრავალფეროვანი და მოქნილი პირობები ბინის შეძენის მსურველთათვის - რა გზები არსებობს?
04.09.2025

მრავალფეროვანი და მოქნილი პირობები ბინის შეძენის მსურველთათვის - რა გზები არსებობს?

დედაქალაქში უძრავი ქონება ყოველდღიურად ძვირდება, ჩნდება ახალი კორპუსები, უბნები და ვითარდება ერთ დროს ნაკლებად პოპულარული უბანი. სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტს" თავისი დიდი წვლილი შეაქვს პერსპექტიული გარეუბნის - ფონიჭალისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებაში. სოლუმ ფონიჭალა მიმდინარე პროექტია, რომელიც ბინის შეძენის მრავალფეროვან და მომხმარებლებზე მორგებულ პირობებს გთავაზობთ.

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 3 წელიწადში ფონიჭალაში ბინების ფასი 1 კვ.მ-ზე დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.

პირველ 5 მყიდველს, დასრულებულ კორპუსში ბინის შეძენისას ერთიანი გადახდით შეუძლია ისარგებლოს 1 კვ.მ-ზე 55 დოლარიანი ფასდაკლებით, რაც მას რამდენიმე ათასი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. თუმცა, უნდა იჩქაროთ, რადგან შეთავაზება შეზღუდულია როგორც ბინების, ასევე დღეების რაოდენობით. ჩანიშნე შეხვედრა და შეიძინე 1 კვ.მ. მხოლოდ 795 დოლარად.

დღეს მომხარებელთა დიდი ნაწილი ახალ ბინებს შიდა განვადების გზით ყიდულობს, რაც ძალზე ეფექტური გადაწყვეტილებაა. სოლუმ დეველოპმენტი გთავაზობთ გახანგრძლივებულ და უპროცენტო შიდა განვადებას ფონიჭალის პროექტში.

გარდა სტანდარტული ბინებისა, შეგიძლია აირჩიო ორიგინალური - დუპლექსის ტიპის პროექტი. კორპუსის ბოლო სართულზე, ანტრესორით გადატიხვრის გზით შეგიძლია მოაწყო კერძო სახლი ბინაში. კომპანია გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც შიდა ტიხრების, ისე ანტრესოლის მოწყობას, რაც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. 

რატომ უნდა აირჩიოთ "სოლუმ დეველოპმენტი" ფონიჭალაში?

  • სწრაფად განვითარებადი უბანი;
  • ფასები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გაიზრდება;
  • მოქნილი გადახდის პირობები თითოეული მყიდველისთვის;
  • დასრულებული ან სრული ინფრასტრუქტურით მომზადებული ბინები;
  • ინვესტიცია, რომელიც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას მოემსახურება.

მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდი და ჩანიშნე შეხვედრა ჩვენი გაყიდვების უძრავი ქონების ექსპერტთან.