


გარეუბანში ცხოვრების უპირატესობები - როგორ ვითარდება უბნები
თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. თანამედროვე ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს.
რეკრეაციული სივრცეების გაჩენითა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებით თბილისში მთელი რიგი უბნების პრესტიჟულობა იცვლება.
დედაქალაქში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენედენცია, რომ ცენტრის ზედმეტად გადატვირთულობის გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ცენტრალურ უბნებიდან გარეუბნებზე გადადის. თუ კარგად დავფიქრდებით, გარეუბანში ბინის ყიდვა მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა.
გარეუბანში ცხოვრების უპირატესობები:
რეკრეაციული ზონის დეფიციტი თბილისში ცხოვრების ერთ-ერთი ნეგატიური მხარეა. განსაკუთრებით ცენტრალური უბნების მოსახლეობისთვის მწვანე სივრცის არარსებობა სერიოზულ გამოწვევად იქცა. ამ მხრივ გარეუბნებში უკეთესი მდგომარეობაა. ცენტრისგან მოშორებით ნაკლებად მჭირდო დასახლებაა და შესაბამისად, მეტი გამწვანება და რეკრეაციული ზონაა.
საპარკინგე ადგილების დეფიციტი თბილისის მაცხოვრებლების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. შენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რომელთაც მობინადრეებისთვის საპარკინგე ადგილების საკითხი არ აქვთ მოგვარებული. გარეუბნებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. მეტი სივრცე სამშენებლო კომპანიებსაც მეტ თავისუფლებას აძლევს და მეტ ადგილს უთმობენ პარკინგსაც.
საცობები დიდი ქალაქის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ მხრივ გარეუბნებში შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა. მაგალითად, ფონიჭალაში საცხოვრებელი კოსპუსების წინ ვერ ნახავთ საცობებს, რაც ცენტრალური უბნებისთვის ყოველდღიური რეალობაა სწორედ ამიტომ ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, ჰაერი და გარემო გარეუბნებში შედარებით ნაკლებადაა დაბინძურებული.
თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ბინის გარეუბანში ყიდვა მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა, მაშინ "სოლუმ დეველოპმენტის" ფონიჭალის პროექტი შენთვის იდეალური არჩევანია. თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელია, რომელიც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობებს გაძლევთ.
პროექტი შედგება 1 (ერთი) 12 (თორმეტ) სართულიან კორპუსისგან, რომელიც ორსადარბაზოიანია და მოიცავს 159 ბინას.
საცხოვრებელი კორპუსის პირველს სართულზე განთავსებულია როგორც სავაჭრო და კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები.
- ყველაზე მცირე ფართის ბინა 38.7 კვადრატული მეტრია (ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით);
- ყველაზე დიდი ფართის ბინა 164.2 კვადრატული მეტრია (ეს არის ბინა იზოლირებული სამზარეულოთი და 3 (სამი) საძინებლით).
სოლუმ დეველოპმენტის პროექტი ფონიჭალაში იქმნება შენი უკეთესი მომავლისთვის!