popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
როგორ შევარჩიოთ სასურველი ჭაღი და განათება ?
25.05.2023

როგორ შევარჩიოთ სასურველი ჭაღი და განათება ?

განათება ინტერიერში მოთხოვნადი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მთელი სივრცის შეცვლა შეუძლია. დღეს ბაზარზე არსებობს ბურთულიანი, როტანგის, კლასიკური სტილის, ფერადი, მეტალის ჭაღები და დიოდური სანათები. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი დიზაინი, მაგრამ ეცადეთ არჩევისას გაითვალისწინოთ მისი ზომა. დიდი ზომის და მოცულობის სანათი ოთახში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას და ცარიელ ინტერიერში მრავალფეროვნება შესაძლოა მხოლოდ მისი დახმარებით შეიტანოთ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ გამორჩეულ და ყველაზე მოთხოვნად სანათებს, რომელიც თქვენს ინტერიერს ნამდვილად დაამშვენებს. 

უჩინარი სანათი

დამალული სანათი წლის ტრენდია. სივრცეში დიდ რაოდენობით შუქი უნდა იყოს , თუმცა განათების წყარო უჩინარი, ასეთი განათების დახმარებით სივრცის ვიზუალური გადიდებაა შესაძლებელი. 

ბურთულებიანი ჭაღი

ასეთი ჭაღი ძალიან უხდება თანამედროვე ინტერიერს და მას განსხვავებულ ელფერს სძენს. განსაკუთრებით აქტუალურია ფერადი ბურთები, რომელიც მოცულობით ილუზიას ქმნის. 

სანათი

ფერადი ჭაღები

თუ თქვენი სივრცე მინიმალისტურია და ნეიტრალურ ფერები გაქვთ გამოყენებული, ფერადი შტრიხების შემოსატანად კარგი იქნება თუ აქცენტ ფერად ჭაღებზე გააკეთებთ. ამ მეტოდის დახმარებით სივრცეს გაახალისებთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ტორშერები ან ბრები.

როტანგის ჭაღი

ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა მოდიდან არასდროს გადადის და კარგავს აქტუალობას. ასეთი ჭაღი ინტერიერს უფრო ელეგანტურსა და დახვეწილს ხდის, თქვენი გარემოც უფრო მშვიდი და ჯანსაღი ხდება. 

მეტალის ჭაღები

თუ ინტერიერში სიმკაცრის და ციტაოდენი სიცისვის შეტანა გინდთ არჩევანი მეტალის ჭაღებზე შეაჩერეთ, რადგან მეტალის სანათები ერთი შეხედვით ჩანს უხეში და ცივი, თუმცა ინტერიერში კი საკმაოდ ჰარმონიულად ჯდება. გაითვალისწინეთ ასევე კარკასის ფერიც, რადგან შავი და ვერცხლისფერი კარკასი თუ ცოტა უხეშად გამოიყურება, თეთრი და ოქროსფერი ინტერიერს დამატებით სიმყუდროვეს სძენს.

სანათი

დიოდური სანათი

დიოდური განათება თანამედროვე და დახვეწილი გადაწყვეტილებაა, მოდელების უმეტესობა იცვლის ფერსა და სითბოს ხარისხს, ამიტომ სასურველი ხარისხის განათების შექმნა ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.